Panacea

You are here: შინაგანაწესი

შინაგანაწესი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დამტკიცებულია :

დაწესებულების დირექტორის

22.02.2011 წ.  № 7 ბრძანებით.

შ.პ.ს.

„მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლო ცენტრი

პანაცეა“

 

 

 

 

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

 

 

 

 

თბილისი

2012 წ.

 

 

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1.1. შ.პ.ს. „მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლო ცენტრი იმედი“–ს შინაგანაწესი წარმოადგენს სასწავლო/სამუშაო პროცესის მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს.

1.2. შინაგანაწესი აწესრიგებს სასწავლო პროცესის მენეჯმენტს, ცენტრის შიგნით შრომით ურთიერთობებს, მასთან დაკავშირებულ საკითხებს და მის თანმდევ ურთიერთობებს.

1.3. დაწესებულების დირექცია უფლებამოსილია დააწესოს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი დამატებითი წესები.

1.4. სასწავლო პროცესის ორგანიზების წესებს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი შესაბამისი ბრძანებით.

1.5. შინაგანაწესი ადგენს და აწესრიგებს საგანმანათლებლო დაწესებულების ურთიერთობას პროფესიულ სტუდენტებთან, მათ უფლება–მოსილებებს. არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის უფლება – მოვალეობებს.

1.6. შინაგანაწესი აწესრიგებს დამსაქმებლისა  (ცენტრის) და დასაქმებულთა შორის შრომით ურთიერთობებს. ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიულ სტუდენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

1.7. შინაგანაწესი უზრუნველყოფს ცენტრის შიდა პერიმეტრზე დისციპლინის დაცვას, სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულების მაღალ ხარისხს.

1.8. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“, ცენტრის წესდებით და საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობით.

1.9. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში და იურიდიული პირისათვის საჭირო სხვა რეკვიზიტები.

1.10. დაწესებულებას მისამართია: ქ. თბილისი. ბაღდადის ქ.№12; (ფაქტიური); იურიდიული მისამართი: შირაქის ქ.№11.

 

მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მისია

2.1  დაწესებულების, როგორც პროფესიული კოლეჯის მისიაა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

2.2  საზოგდოებისა და სახელმწიფო მოთხოვნების დაკმაყოფილება პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებზე.

2.3  საზოგადოების, სახელმწიფოსა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება.

დასახული მისიის შესასრულებლად სგანმანათლებლო დაწესებულება

ა) უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს;

ბ)  ზრუნავს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ)  ახდენს საგანმანათლებლო პროცესის მატერიალურ - ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემატურ სრულყოფას;

დ)  უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, მათ რეალიზაციას და მუდმივ განახლებას.

 

მუხლი 3. მიზანი და ამოცანები.

 

3.1 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება შრომის ბაზრის არსებული მოთხოვნის შესაბამისად.

3.2 მოამზადოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პროფესიული  განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი პროფესიული  სტანდარტების მქონე სპეციალისტები.

3.3 უზრუნველყოფს ცენტრში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით.

3.4 ზრუნავს შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე  პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად.

3.5 ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და სწავლების მეთოდების გავრცელებას.

3.6 თანამშრომლობს საქართველოს  სხვა  პროფესიული სწავლების ცენტრებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

მუხლი 4.   პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება

 

4.1 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კვალიფიციური და შრომის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისი პროფესიული განათლების მიღება.

4.2 დაწესებულება ვალდებულია სწავლისა და სასწავლო/საწარმოო პრაქტიკის დროს შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემო.

 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:

4.3 პროფესიულ  სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური  კუთვნილებისა, წარმოშობისა და პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 5. დაწესებულების  სტრუქტურა და თანამშრომელთა ფუნქციები

 

დირექტორი

ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვას.

წარმოადგენს  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

უზრუნველყოფს დაწესებულების  პედაგოგებთან და თანამშრომლებთან  შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა.

ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოსა და სწავლის საფასურის ოდენობას.

ასრულებს ყველა მოქმედებას, რაც დაწესებულების მართვის ორგანოების პირდაპირ უფლებამოსილებაში შედის.

საქართველოს კანონმდებლობათა და წესდებით გათვალისწინებული  უფლებამოსილებების გნხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.

წარმართავს და ზედამხედველობს დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას.

ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობათა და პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით  გათვალისწინებულ  სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

აწარმოებს ცენტრის სასწავლო პროცესის მონიტორინგს.

პასუხისმგებელია პროფესიული სწავლების ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსობრივ მხარეზე.

პედაგოგიური პერსონალის მონაწილეობით შეიმუშავებს, აჯერებს და დაწესებულების დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო პროგრამების სტანდარტებს, სასწავლო გეგმებს და მასში შესაძლო ცვლილებებს.

პერიოდულად აწყობს შეხვედრას პედაგოგებთან, სადაც განიხილავენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე გასატანი კითხვების, ტესტების, ლაბორატორიული სამუშაოების და სხვ. შესახებ.

მონაწილეობს ცენტრის სასწავლო ლიტერატურის შექმნაში.

ორგანიზებას უკეთებს ცენტრის გამოსაშვებ საკვალიფიკაციო გამოცდებს და ადგენს საგამოცდო განრიგს.

ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს.

ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე.

 

 

 

 

 

 

 

 

დირექტორის თანაშემწე

დირექტორის სახელზე მიღებული კორესპონდენციის წარმოება: სხვადასხვა დაწესებულებებსა და კერძო პირებთან გასაგზავნი წერილების მომზადება.

დირექტორის დავალებით ახორციელებს ცენტრის სასწავლო, პირადი და სტუდენტების შემადგენლობების ბრძანებათა რეგისტრაციას.

ასრულებს ცენტრის დირექტორის ზეპირი და/ან  წერილობით მითითებებს. სხვა დაგეგმილ თუ დაუგეგმავ დავალებებს.

ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

ფინანსური  რესურსების  მენეჯერი

ხელმძღვანელობს შესყიდვისა და ანგარიშსწორების პროცედურებს, წლიური ბიუჯეტისა და ბალანსის შედგენის პროექტს.

ვალდებულია განახორციელოს პედაგოგთა და ადმინისტრაციულ თანამშრომელთა ხელფასების და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა.

აწარმოებს ცენტრის ბალანსს და სახელფასო ანგარიშებს.

ახორციელებს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ  ფასეულებათა ინვენტარიზაციის შედეგების დროულ გამოვლენას და ფინანსურ დოკუმენტებში მის აღნიშნულ  შედეგის დროულ ასახვას.

ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს.

ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე.

 

სასწავლო  პროცესის ხელმძღვანელი

ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ მხარეს.

ზედამხედველობს პროფესიულ სტუდენტთა მოსწრება/დასწრებას.

სტუდენტთა აღრიცხვის ჟურნალების მომზადება.

სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველანაირი გამავალი დოკუმენტების (სტუდენტთა ცნობები და ა.შ.) წარმოება.

თვის ბოლოს საერთო აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან.

სემესტრული უწყისების წარმოება-კონტროლი.

ცენტრის გამოსაშვები-საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მოვალეობის შესრულება.

ადგენს სემესტრული გამოცდების გრაფიკს.

მონიტორინგს უწევს პედაგოგთა ხელმოსაწერ ტაბელს.

ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს.

ანგარიშვალდებულია  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან.

 

ადამიანური რესურსების მენეჯერი

აწარმოებს ცენტრში  დასაქმებული პერსონალის, მათ შორის პედაგოგების პირად საქმეებს.

შესაბამისი ბრძანების საფუძველზე აწარმოებს პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას.

აწარმოებს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ტაბელს და ყოველი თვის ბოლოს გადასცემს ფინანსურ მენეჯერს.

აწარმოებს პერსონალურ დოკუმენტებს (ცნობებს, ამონაწერებს) და გასცემს მათ.

აწარმოებს შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და სხვა დოკუმენტაციის  აღრიცხვას (ატარებს შესაბამის ჟურნალებში და ინახავს ასლებს).

ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

 

 

მატერიალური რესურსების მენეჯერი

პასუხისმგებელია ცენტრის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობაზე.

პასუხისმგებელია სარემონტო და სხვა სამშენებლო გეგმის შემუშავებაზე.

უზრუნველყოფს დაწესებულების საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ინვენტარიზაციის ჩატარებას.

უზრუნველყოფს ცენტრში არსებული ინვენტარის მუშა მდგომარეობაში ყოფნას.

ხელმძღვანელობს დამხმარე თანამშრომელს - დამლაგებელს და წარმართავს მის მუშაობას.

ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს.

ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

 

დამლაგებელი

პასუხისმგებელია საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა პერიმეტრის სანიტარულ - ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

ახორციელებს სხვა  მიმდინარე დავალებებს.

ანგარიშვალდებულია მატერიალური რესურსების მენეჯერის წინაშე.

 

მუხლი  6. პედაგოგთა პერსონალი

 

6.1   პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც გააჩნიათ აკადემიური ხარისხი (მეცნიერებათა კანდიტატი; მეცნიერებათა დოქტორი). მათ შორის არიან დოქტორანტებიც. ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები,ინსტრუქტორები რომლებსაც აქვთ შესაბამის სპეციალობაში მუშაობის დიდი გამოცდილება.

6.2 პედაგოგიურ  პერსონალს უფლება აქვს მოითხოვოს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

6.3 პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია სათანადოდ დაიცვას და შეასრულოს კანონმდებლობით, წესდებით, შინაგანაწესით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6.4 ლექციის დაწყებამდე დააფიქსიროს  ხელმოწერა საათობრივი აღრიცხვის ტაბელის ყოველდღიურ ჟურნალში.

6.5 პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია არანაკლებ 1 თვით ადრე გააფრთხილოს ადმინისტრაცია  მასთან  შრომითი  ხელშეკრულების  შესაძლო  მოშლის  თაობაზე.

6.6 მისცეს პროფესიულ სტუდენტს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება და მისი განათლების ხარისხის ხელშეწყობისთვის მაქსმალურად გამოიყენოს ცოდნა.

6.7     ლექციის პერიოდში გააკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს პროფესიული სტუდენტის  ქმედებებს, ნებისმიერი უწესრიგობის შემთხვევაში აცნობოს ადმინისტრაციას.

6.8 არ დაუშვას სასწავლო პროცესის პოლიტიზირება, სასწავლო პროცესის გაცდენა და ჩაშლა.

6.9 დაიცვას პროფესიული სტუდენტი არასათანადო მუშაობის, უყურადღებლობისა და შეურაცყოფისაგან.

6.10   უზრუნველყოს დირექტორის ან უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციების შესრულება.

6.11  პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია:

ა)   ჰქონდეს რწმენის, მსოფლმხედველობის, გაერთიანებისა და არჩევანის თავისუფლება.

ბ)   მიიღოს დამატებითი განათლება.

გ) თანაბარ პირობებში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ისარგებლოს პროფესიულ - საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა  რესურსით.

დ)   მოითხოვოს მუშაობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.

ე)    დროულად მიიღოს ხელშეკრულებით დადგენილი შრომის ანაზღაურება.

 

მუხლი  7. პროფესიული სტუდენტი

 

7.1   პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და შინაგანაწესით.

7.2        პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

ა)      არასაპატიო მიზეზით არ გააცდინოს სასწავლო პროცესი;

ბ)      ლექციის მიმდინარეობის დროს არასაპატიო მიზეზით არ დატოვოს აუდიტორია;

გ) დაემორჩილოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) მზრუნველობით მოეპყროს და გაუფრთხილდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებას;

ე)     თუ     პროფესიულ   საგანმანათლებლო  დაწესებულებას ზიანი მიადგა პროფესიული სტუდენტის ბრალით, მას ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა;

ვ)    პროფესიულ სტუდენტს ეკრძალება ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და სხვა აკრძალული ნივთიერებების  საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე შეტანა და რაიმე ფორმით გამოყენება;

7.3        პროფესიული  სტუდენტი  უფლებამოსილია:

ა)   დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;

ბ)  პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი  პატივისცემა;

გ) პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გამოთქვას პროტესტი და წერილობით გაასაჩივროს პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისგან  ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალისა და პროფესიული განათლების პედაგოგების არამართლზომიერი მოქმედება.

 

 

 

მუხლი 8. პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულების ჩარიცხვის წესი და

ჩასარიცხად  წარსადგენი  აუცილებელი  დოკუმენტები.

 

8.1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების I,  II,   და  III საფეხურებზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, ან აქვს ისეთი განათლება, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დამთავრების გარეშე.

8.2 პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულების კანონმდებლობით დადგენილი წერით აღიარება.

8.3    პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება დირექტორის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომელიც ადგენს ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი მიღების ვადას და ბრძანებას აქვეყნებს საჯაროდ (ვებ-გვერდზე) ამ ვადის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე.

8.4   პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე (შესაბამისობის განსაზღვრა ხდება ზეპირი გასაუბრების ფორმით).

8.5   დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დირექტორი გამოსცემს ბრძანებას პირის დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ.

8.6  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა)    პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78- ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ)      პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)   საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან  განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი  განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;

დ)    მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში  - წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

ე)     ოთხი ფოტოსურათი ზომით  3 x 4;

 

8.7   პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი.

 

 

მუხლი 9. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის,      მობილობის, წესები

 

9.1 პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის და შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. (ჩარიცხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I, II,   და   III საფეხურებზე ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე)

9.2 პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებად ითვლება დაწესებულებასა და პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხდება შემდეგ შემთხვევაში:

ა)  პირადი განცხადება;

ბ)  ფინანსური დავალიანება; (რაც სესაბამისი გაფრთხილებების შემდეგ იწვევს პროფესიული სტუდენტის გარიცხვას საგანმანათლებლო დაწესებულებიდან)

გ)  ფორსმაჟორული გარემოებების დადგომა;

დ) სხვა საკითხები და გარემოებები, რომლის განხილვის შემდეგ დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებელია გახდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.

9.3    სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა)  პირადი განცხადება;

ბ)  სწავლის შედეგების მიხედვით;

გ)  სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანასაულის ჩადენის შემთხვევაში;

დ)  პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეუთავსებელი ქმედების ჩადენის სხვა შემთხვევებში.

9.4 საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ  სტუდენტთა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ სემესტრის დაწყებამდე.

 

 

 

 

მუხლი 10. სასწავლო პროცესის ორგანიზება.

 

 

10.1  სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე, საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული სტუდენტის მიერ მიღებული განათლების ხარისხის შეფასებაზე პასუხისმგებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

10.2  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყება/დამთავრება რეგულირდება დირექტორის ბრძანებით.

10.3 სასწავლო წელი შეადგენს თეორიული მეცადინეობების, პრაქტიკული სამუშაოების, და   საგამოცდო პერიოდის ერთობლიობას.

10.4   სწავლის ხანგრძლივობა გნისაზღვრება სასწავლო პროგრამით, რომლის მოცულობა ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის სხვადასხვაა.

10.5 სასწავლო კვირა  მიმდინარეობს სალექციო განრიგის მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი  და  ამტკიცებს დირექტორი.

10.6  სალექციო განრიგი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

საგნის დასახელება.

პედაგოგის სახელი, გვარი.

ლექციის ჩატარების დრო და ადგილი.

10.7  ლექცია შედგება ორი ან სამი ასტრონომიული საათისაგან.

10.8  ლექციებს შორის პერიოდში დასვენების ხანგრძლივობა შეადგენს 10 წუთს.

10.9 სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი გადის სასწავლო/საწარმოო პრაქტიკას.

 

მუხლი 11. მიღებული განათლების აღიარების წესები.

 

11.1 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ახდენს პროფესიული სტუდენტის მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

11.2 პროფესიული სტუდენტის სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უთანაბრდება  პროფესიული  განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ  დიპლომს.

11.3 პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება  მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურებთან.

11.4 არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება ხორციელდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის  ცოდნის უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება  დასაშვებია  I – III  საფეხურის ფარგლებში, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა.

11.5 არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის უნარებისა და ღირებულებების შემოწმება და მის აღიარებას ახდენს შესაბამისი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი  დაწესებულება.

11.6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გამოცდების შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას არაფორმალური განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის სესახებ. დოკუმენტაციის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

 

 

 

მუხლი 12. საგანმანათლებლო პროგრამა, კრედიტებით გაანგარისების წესი და პროგრამის შეცვლა ან  გაუქმება

 

12.1 დაწესებულებაში  სწავლება მიმდინარეობს დირექტორის მიერ დამტკიცებული  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს, კონკრეტულ პროფესიულ  სტანდარტს და ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე.

12.2    პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშდება კრედიტებით.

12.3 კრდიტების განაწილება ხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებს/მოდულებს  შორის. პრაქტიკის საერთო წილი პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამაში უნდა შეადგენდეს დატვირთვის არანაკლებ 40% - ს.

12.4    კრედიტთა განაწილება  უნდა იძლეოდეს სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

12.5   კრედიტის მიღება შესაძლებელია  მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ერთ-ერთი  დადებითი შეფასებით.

12.6    კრედიტების მიღება გამოიხატება შემდეგი შეფასებებით:

 

1. ხუთი  სახის  დადებითი შეფასება:

 

1.1  ( A )  ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

1.2   ( B )   ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;

1.3  ( C )  კარგი -  მაქსიმალური შეფასების  71-80%;

1.4  ( D )  დამაკმაყოფილებელი -  მაქსიმალური შეფასების  61-70%;

1.5   ( E )  საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%.

2.ორი სახის  უარყოფითი შეფასება:

2.1 ( FX )  ვერ  ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების  41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობის დამატებით  გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

2.2  (F)  ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40%  და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან  აქვს შესასწავლი.

12.7      მაქსიმალური შეფასება არის 100 ქულა.

12.8   სტუდენტის მიერ მიღწეული  სწავლის შედეგების შეფასება ითვალისწინებს შუალედურ  და დასკვნითი გამოცდების შეფასებას.

12.9   პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით  გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების  შემთხვევაში არანაკლებ 10 დღეში.

12.10   პროფესიული სტუდენტი გადის საწარმოო პრაქტიკას.

12.11    პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება პრაქტიკის გავლის პერიოდში უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

12.12  პროფესიული სტუდენტის მიერ საწარმოო პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება დებულებით სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის გავლის შესახებ, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.

12.13 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია მოხდეს რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება, ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ათვისება მილევად რეჟიმში და შემდეგ მოახდინოს მისი შეცვლა ან გაუქმება შესაბამისი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში თუ არსებობს გასაუქმებელი ან შესაცვლელი საგანმანათლებლო პროგრამის მონათესავე პროფესია, უზრუნველყოს სტუდენტი მისი ათვისებით, ან მოიძიოს და ითანამშრომლოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ახორციელებს იგივე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს პროფესიულ სტუდენტს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს მობილობის პროცესის განხორციელებაში.

 

მუხლი 13. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასება.

 

13.1  საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხარისხის შეფასებას ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

13.2  საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხარისხის შესაფასებლად საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს: სტუდენტთა გამოკითხვას, არსებობს გამოკითხვის ფორმები პროფესიულ სტუდენტთა და პედაგოგიური პერსონალისთვის. სასწავლო/საწარმოო პრაქტიკის გავლის პერიოდში პრაქტიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას პროფესიული სტუდენტების მიერ ათვისებული განათლების ხარისხისა და პრაქტიკული უნარ - ჩვევების გამომუშავების შესახებ. აღნიშნულის  საფუძველზე პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება მათი გათვალისწინება.

 

მუხლი 14. შრომითი ხელშეკრულების დადებისას (სამუშაოზე  მიღებისას) წარსადგენი დოკუმენტები და პირობები

 

14.1  შრომითი  ხელშეკრულების დადებისას დასაქმებული ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება.

ბ) პირადობის დამადასტურებლი დოკუმენტის ასლი.

გ) განათლების და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დ) ავტობიოგრაფია CV.

ე)ფოტოსურათი ზომით  3X4.

14.2 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაოდ არ მიიღება პირი თუ იგი:

ა)     ნასამართლევია განძრახ  დანაშაულის ჩადენისათვის;

ბ)     იმყოფება წინასწარ გამოძიებაში ან პატიმრობაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ)  სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს შესაბამისი  თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ პირობებს.

 

მუხლი 15. სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო

 

15.1  საგანმანათლებლო დაწესებულების სამუშაო დროის ხანგძლივობას - დაწყება, დამთავრებას და შესვენების ხანგძლივობას ადგენს და შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.

15.2   თუ შრომითი ხელშეკრულებით/ბრძანებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სამუშაო დროის ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო).

15.3      სამუშაო, შესვენების და დასვენების დროის სხვა პირობები განისაზღვრება შრომის კოდექსით.

 

მუხლი 16. შრომის ანაზღაურება და დაქვითვა

 

16.1 შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება ყოველი დასაქმებულისათვის ინდივიდუალურად შრომის ხელშეკრულებით და დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით თუ მხარეთა შეთანხმებით  სხვა რამ არ არის დადგენილი.

16.2   შრომის ანაზღაურება მოხდება თვეში ერთხელ.

16.3 დამსაქმებლისა და დასაქმებულის ბრალეულობის შემთხვევაში შრომის ანაზღაურების წესი, დაქვითვის ოდენობა და წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

მუხლი 17. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

 

17.1 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა)  შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობა;

ბ)  შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ)  ერთ ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა;

დ)  შრომითი ხელშეკრულების მოშლა;

ე)  მხარეთა შეთანხმება

ვ)  სასამართლოს განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რაც გამორიცხავს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას;

ზ)  ხანგძლივი შრომისუუნარობა - თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება  ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო  ვადა  აღემატება  50  კალენდარულ დღეს;

თ)  დასაქმებულის გარდაცვალება.

17.2  შრომითი  ხელსეკრულების მოშლა შეიძლება ერთ - ერთი მხარის ინიციატივით.

17.3 თუ შრომითი ხელშეკრულების  მოშლის  ინიციატორი  დასაქმებულია, იგი  ვალდებულია  არანაკლებ  30 კალენდარული დღით ადრე  აცნობოს  წერილობით დამსაქმებელს  აღნიშნულის შესახებ.

17.4 რაც შეეხება პედაგოგიურ პერსონალსა და პროფესიული განათლების მასწავლებელს  ისინი ვალდებულნი არიან საგანმანათლებლო დაწესებულებას  შრომითი ხელშეკრულების შესაძლო  მოშლის შესახებ აცნობონ წერილობით არანაკლებ  1 თვით ადრე, წინააღმდეგ  შემთხვევაში ისინი  ვალდებულნი არიან  გააგრძელონ შრომითი  ხელშეკრულება  მიმდინარე  სასწავლო  ციკლის  დასრულებამდე.

 

 

 

მუხლი 18. დისციპლინა

 

18.1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინა დაცული უნდა იქნეს  იმ    პრინციპებზე დაყრდნობით, რაც  ეფუძნება  პროფესიული სტუდენტის  და  დასაქმებულის  პატივისა  და ღირსების  პატივისცემას.

18.2 ამ  შინაგანაწესის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების  მიერ  დადგენილი  მოთხოვნებისა და წესების სათანადოდ შეუსრულებლობის  შემთხვევაში  საგანმანათლებლო დაწესებულების  ხელმძღვანელობა  უფლებამოსილია  ყოველი დისციპლინური გადაცდომისას მოახდინოს დისციპლინური  სახდელის  დადება.

18.3  დისციპლინურ  გადაცდომად ითვლება  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი  მოთხოვნებისა  და  ვალდებულებების  უგულველყოფა ან არასათანადოდ  შესრულება.

18.4 დისციპლინური სახდელი არის დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული  ზემოქმედების  ზომა.

18.5  დისციპლინური სახდელის დადებამდე  უფლებამოსილი პირი ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ  ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი, დისციპლინურმა სახდელმა არ უნდა გამოიწვიოს  სტუდენტის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო  პროცესისაგან.

18.6  შრომის დისციპლინის დარღვევისათვის საგანმანათლებლო დაწესებულების  დირექტორი ან შესაბამისი უფლებამოსილი  პირი იყენებს შემდეგ დისციპლინურ სახდელებს:

ა) შენიშვნა;

ბ)საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ)შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერად დაქვითავს, რაც არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50% - ს.

ე)ხელშეკრულების მოშლა.

18.7  ყოველი დისციპლინური გადაცდომისათვის ძირითად სახდელად შეიძლება გამოყენებული   იყოს მხოლოდ ერთი სახდელი.

18.8 დისციპლინური სახდელი დადებულად ითვლება დირექტორის ბრძანების კანონიერ ძალაში      შესვლის  მომენტიდან განსაზღვრული ვადით.

18.9 დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს განუმარტოს გადაცდომის არსი, სიმძიმე და მოსალოდნელი დისციპლინური სახდელი; დისციპლინური სახდელის დადებამდე დამსაქმებელს ან სტუდენტს  უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემა, ახსნა - განმარტების დაწერაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს დასაქმებულს ან სტუდენტს პასუხისმგებლობისაგან და აღნიშნული ფაქტი უნდა დაფიქსირდეს დისციპლინური გადაცდომის შესახებ ოქმში; დისციპლინური გადაცდომისას უფლებამოსილი პირი ადგენს დისციპლინური გადაცდომის შესახებ ოქმს, რომელსაც  დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს, დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს დისციპლინური გადაცდომის შესახ  ებ ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას სახდელის დადების შესახებ.

18.10 დისციპლინური გადაცდომის შესახებ ოქმში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, ოქმის შედგენის თანამდებობა, სახელი და გვარი, მონაცემები დისციპლინის დამრღვევი პიროვნების შესახებ, დისციპლინური გადაცდომის  ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ის ნორმა რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დისციპლინური გადაცდომისათვის, ის ნორმა რომლის შეუსრულებლობამ ან არასათანადო შესრულებამ გამიწვია დისციპლინური გადაცდომის  დადება, მოწმეთა ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამრღვევის ახსნა - განმარტება და საქმის არსებითად გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი, შეიძლება ხელი მოაწერონ მოწმეებმაც.

18.11 იმ შემთხვევაში თუ დისციპლინური გადაცდენის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე ოქმში კეთდემა ჩანაწერი, დამრღვევს შეუძლია წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა - განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, ასევე თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, მას  გააჩნია ოქმის გასაჩივრების უფლება რაც აღინიშნება ოქმში.

18.12 დასაქმებულს და პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს დისციპლინური გადაცდომის ოქმი გაასაჩივროს ოქმის შედგენისთანავე საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან, ხოლო დირექტორის ბრძანება კი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

 

მუხლი 19. ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და  სასწავლო  დაწესებულებისათვის  აკრძალული ნივთების გამოყენების შეზღუდვა

 

19.1 ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და საქართველოს კანონმდებლობით  აკრძალული ნივთების (გარდა პირველადი დახმარების სამედიცინო დანიშნულების მედიკამენტებისა  და საგნების)  საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე შემოტანა აკრძალულია.

19.2  თამბაქოს მოწევა დასაშვებია დაწესებულების სასწავლო პერიმეტრის გარეთ.

 

 

მუხლი 20. საჩივარი

 

საგანმანათლებლო საქმიანობისას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობა შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

მუხლი 21. დასკვნითი დებულებები

 

21.1  შინაგანაწესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დირექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

22.2 დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილი სხვა ურთიერთობები, რაც რეგულირებული არ არის წინამდებარე შინაგანაწესით, რეგულირდება შრომის კოდექსის საფუძველზე.

კონტაქტი

ტელეფონი: 0370291507

მისამართი: საქართველო ქ.გორი, ბესიკის ქ., № 5

Email: [email protected]