Panacea

You are here: პროფესიული განათლების მიზნები

პროფესიული განათლების მიზნები

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
1. ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების სისტემის მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
2. დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
3. ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით;
4. პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა მობილობის წახალისება;
5. საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა;
6. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარება;
7. პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.

კონტაქტი

ტელეფონი: 0370291507

მისამართი: საქართველო ქ.გორი, ბესიკის ქ., № 5

Email: [email protected]